ჰელოუინის დღესასწაული ცნობილმა სახეებმა სხვადასხვა წვეულებაზე საინტერესო იმიჯითა და მაკიაჟით გაატარეს და ამა თუ იმ კინოფილმიდან პერსონაჟების როლები წარმატებით მოირგეს.
მაგალითისთვის, შეუდარებლად გამოიყურებოდა ტელესახე ანა კოშაძე, რომელმაც ერთ-ერთი ღონისძიებიდან ვიდეოკოლაჟი და საკუთარი იმიჯიც წარმოგვიდგინა.
ლიკა ევგენიძემ და ნიკა კოჩაროვმა ადამსების ოჯახი გააცოცხლეს და ძალიან წარმატებულადაც, რადგან მათ ერთობლივ ფოტოს ბევრი მოწონება ხვდა წილად.
ნუკი კოშკელიშვილმა, როგორც თავად წერს, თავისი ყველაზე საყვარელი პერსონაჟი – ურსულა გააცოცხლა „ქალთევზადან“.
ნუკიმ მეუღლესთან, ბენთან ერთად გადაღებული ფოტოც შემოგვთავაზა.