LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „ნიკოს ბენდი“ ყაზახური მუსიკალური ჯილდოს მფლობელი გახდა – ქართულ ჯგუფს დიდი ოვაციებით შეხვდნენ

1529
ნიკოს ბენდი

„ნიკოს შოუს“ ბენდი ნიკო ნანიტაშვილის, მანუ მურღულიას და ამიკო ჩოხარაძის შემადგენლობით ყაზახეთში, კერძოდ ალმა ათაში გამართული მუსიკალური დაჯილდოების ერთ-ერთი ნომინანტი და გამარჯვებული გახდა.

„კიზიკ პრემია“ ყაზახეთში წელიწადში ერთხელ რესპუბლიკის დარბაზში იმართება.

„წლის საუკეთესო ტრენდი“ – ქართულმა ჯგუფმა ამ ნომინაციაში გაიმარჯვა.

 

რესპუბლიკის დარბაზში შეკრებილი მსმენელისთვის დიდი სიურპრიზი იყო, როდესაც „ნიკოს ბენდის“ წევრები სცენაზე გამოვიდნენ და სწორედ ის სიმღერა შეასრულეს, რომლითაც ნომინაციაში გაიმარჯვეს.

„ქართული დისკო“ იტალიური სიმღერის ვერსიაა, რომელიც ქართველების შესრულებით ორიგინალზე მეტად პოპულარული გახდა უკრაინაში, ბელორუსსა და ყაზახეთში.

ბენდის წევრები „ინსტაგრამზე“ დაჯილდოების ცერემონიიდან უამრავმა ადამიანმა მონიშნა.

ვიდეოებში ჩანს, როგორი ოვაციებით შეხვდნენ ქართულ ჯგუფს ყაზახეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები