LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო – “მითხრა, რომ მომავალ კვირას მასთან გამოსვლა მექნება” – პატარა გენიოსი პიანისტი ცოტნე ზედგინიძე პრეზიდენტს ესტუმრა

1099
BeFunky-collage (36)

პატარა ქართველი გენიოსი პიანისტი და კომპოზიტორი, ცოტნე ზედგინიძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში ესტუმრა.

ამის შესახებ სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი.

“რა კარგი დღე მქონდა დღეს! მე და ბებია ვიყავით პრეზიდენტთან. ქალბატონმა სალომემ მოუსმინა ჩემს ორ ნაწარმოებს და მითხრა, რომ მექნება გამოსვლა მასთან მომავალ კვირას. დღეს კი პრეზიდენტის ინსტაგრამში დაიდო დღევანდელი შეხვედრა!”-წერს ცოტნე სოციალურ ქსელში.

ცოტნე ზედგინიძის ორბელიანების სასახლეში ვიზიტს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ “ინსტაგრამში” ეხმაურება და საკუთარ გვერდზე ფოტოებსა და ვიდეოს აქვეყნებს.

“ახალი კომპოზიციები და ახალი გეგმები ცოტნესთან ერთად ორბელიანების სასახლეში,”-წერს პრეზიდენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები