LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: მაიკლ ბი ჯორდანი პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დასახელდა

121
image

33 წლის ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი, მაიკლ ბი ჯორდანი გამოცემამ  People პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა. გამარჯვებული ჯიმი კიმელმა თავის შოუში გამოავლინა. ჯორდანს ყვითელი, სასაცილო კოსტიუმი ეცვა და მისი იდენთიფიცირება შეუძლებელი იყო, შოუს ბოლოს კი მან სახე გამოაჩინა.

„ჩემი ოჯახის ქალებს საოცრად გაუხარდათ ეს ფაქტი, ბებიაჩემი, სანამ ის ცოცხალი იყო, გამოცემის ფოტოებს აგროვებდა, შემდეგ ამას დედაჩემი და დეიდები აკეთებდნენ, ასე რომ წლევანდელ გამოცემას ნამდვილად საპატიო ადგილი ექნება. “ – გაიხუმრა წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარებულმა მაიკლმა.

შეგახსენებთ, გამოცემა People უკვე 35 წელია რაც აღნიშნულ ტიტულს ანიჭებს პლანეტის მამაკაცებს. გასულ წელს გამარჯვებული ჯონ ლეჯენდი გახდა, 2 წლის წინ კი იდრის ელბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები