„ჰულუმ“ და Sony Pictures-მა ახალი საშობაო, რომანტიკული კომედია გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს 30 წლის მსახიობი, კრისტენ სტიუარტი ასრულებს. „წლის უბედნიერესი დრო“ (Happiest Season) ასე ჰქვია ფილმს, რომლის სიუჟეტიც „ლგბტ“ წყვილის შესახებ მოგვითხრობს. ფილმის სცენარის მიხედვით, კრისტენ სტიუარტი მთავარი გმირის, ების როლს ასრულებს, რომელიც საშობაოდ თავისი შეყვარებულის ოჯახის გასაცნობად მიდის. შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე კი იგებს, რომ ოჯახის წევრებმა მათი სექსუალური ორიენტაციის შესახებ არაფერი იციან.
ფილმის პრემიერა 25 ნოემბერს შედგა, დებიუტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და სტრიმინგსერვისზე „ჰულუ“ რეკორდიც მოხსნა.
„სულ მინდოდა ისეთი საშობაო კომედიისთვის მეყურებინა, რომელიც დამაფიქრებდა, რაოდენ მნიშვნელოვანია ოჯახი და ამავე დროს წარმოაჩენდა, რამდენად რთული შეიძლება იყოს ოჯახური გარემო თითოეული ჩვენგანისთვის. დიდი მადლობა რეჟისორს, რომ ჩემ ოცნება აახდინა“, – განაცხადა კრისტენ სტიუარტმა.