სუხიშვილების სოლისტმა ელენე ჩიტიაშვილმა და მისმა რჩეულმა ოთო ლაშხიშვილმა ჯვარი დაიწერეს.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ვხედავთ, წყვილმა ჯვარი ყაზბეგში, გერგეტის სამების ტაძარში დაიწერა.
ულამაზეს კადრებს ელენეს და ოთოს მეგობრები გვიზიარებენ.
ცნობისთვის, ოთო ლაშხიშვილმა სუხიშვილების მოცეკვავე, ელენე ჩიტიაშვილს ხელი ბრუნო მარსის კონცერტზე სთხოვა.
ვიდეო: სუხიშვილების მოცეკვავეს ბრუნო მარსის კონცერტზე ხელი სთხოვეს