20 იანვარს, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი დადო, ის უკვე აშშ-ს 46-ე პრეზიდენტია. საზოგადოება ერთხმად თანხმდება, რომ ქვეყნისთვის ახალი ერა იწყება. ახალი მომავლის ჰედლაინერები კი მრავალი მუსიკალური ჯოლდოს მფლობელები, 34 წლის ლედი გაგა და 51 წლის ჯენიფერ ლოპესი გახდნენ. ლედი გაგამ ინაუგურაციაზე აშშ-ს ეროვნული ჰიმნი შეასრულა, ჯეი ლომ კი სიმღერა This Land Is Your Land შემოგვთავაზა.
საღამოს ისტორიული დღე გრანდიოზული შოუ-კონცერტით დაგვირგვინდა, რომელიც კაპიტოლიუმის ეზოში გაიმართა. ჯო ბაიდენის „სამეფო კარზე“ ისეთმა ვარსვლავებმა იმღერეს, როგორებიც ჯასტინ ტიმბერლეიკი, ჯონ ბონ ჯოვი, ბრიუს სპტინგსტინი, ჯონ ლეჯენდი, კეტი ბერი და სხვა უამრავი არტისტია…
36 წლის კეტი პერიმ ვარსკვლავური კონცერტი დააგვირგვინა და გრანდიოზული ფოიერვერკის ფონზე პატრიოტული სიმღერა ემოციურად შეასრულა. აშშ-ს ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, მეუღლესთან ჯილ ბაიდენთან ერთად თეთრი სახლის აივნიდან ამაყად ადევნებდა თვალს გრანდიოზულ სანახაობას.