ახლახან, ახლად დაქორწინებულმა ბრუკლინ ბექჰემმა და მილიარდერმა ნიკოლა პელტცმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია და ვიდეო გაავრცელა, რომლის ავტორიც „ვოგია“. ფოტოები ბრუკლინისა და ნიკოლას საძინებელშია გადაღებული, ვიდეოში კი „მეტ გალაზე“ წასვლის სამზადისია აღბეჭდილი.
„ბრუკლინი ჩემი საუკეთესო მეგობარია. რაც შეეხება ჩვენს ქორწინებას, ისე ვიქცევით, როგორც ხანდაზმული წყვილი“, – ამბობს ხუმრობით ნიკოლა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას გამართულ „მეტ გალას“ ღონისძიებაზე ბრუკლინმა და მილიარდერმა ნიკოლამ ფურორი მოახდინეს. ნიკოლას „ვალენტინოს“ უმშვენიერესი კაბა ეცვა. დასავლურმა მედიამ არაერთხელ გაჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პელტცი ორსულადაა, თუმცა ჯერჯერობით ეს ინფორმაცია წყვილს არ დაუდასტურებია.
ფოტო: „უკვე ორსულადაა?“ – ნიკოლა პელტცი „მეტ გალაზე“ „ვალენტინოს“ პიკანტურ კაბაში გამოჩნდა
ფოტო: „როდესაც მილიარდერი ცოლი გყავს“ – ნიკოლა პელტცი „ვალენტინოს“ფირუზისფერ ულამაზეს კაბაში