ტარა ჯეინი 33 წლის „ინსტაგრამ“ ბლოგერია, რომელიც ცნობილი გასულ წელს გახდა, ის ყველაზე მეტად ჰგავს ბარბის თოჯინას. ამ შედეგისთვის მოდელმა 200 000 დოლარი დახარჯა. გაიდიდა მკერდი, ცხვირზე 6 პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა, რომ არაფერი ვთქვათ უამრავ ბოტოქსსა და ფილერზე.
ცოტა ხნის წინ გოგონა მალიბუზე, დედასთან ერთად გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მან მორიგი პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა, მას შემდეგ ის საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა.
მას სხეულზე მომდგარი შავი, მაქმანებიანი კომბინეზონი ეცვა, ხელში კი „ლუი ვიტონის“ 8 650 დოლარიანი ჩანთა ეჭირა.