LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო, ვიდეო: „ფორტუნას“ სკოლა „კანდიდის“ მოსწავლეები ესტუმრნენ

2085
BeFunky-collage

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ სკოლა „კანდიდის“ მოსწავლეები ესტუმრნენ.

მე-4 კლასის მოსწავლეები რადიო კომპანიაში დამრიგებელ ანა ჭონიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ.

ბავშვები ჯერ ზოგადად მედიის მნიშვნელობასა და როლს გაეცნენ, შემდეგ კი, კონკრეტულად რადიოსთან დაკავშირებით მიიღეს ინფორმაცია.

მათთვის საინტერესო აღმოჩნდა რადიოს შექმნისა და განვითარების ისტორიის მოსმენა.

აღსანიშნავია, რომ თავად პატარებიც აქტიურად ჩაერთნენ პროცესში და საკუთარი ცოდნა და მოსაზრება გამოავლინეს პრეზენტაციის დროს.

ბავშვებს პრეზენტაცია რადიო „ფორტუნას“ საინფორმაციო სამსახურის წამყვანმა, სოფიო ნამორაძემ ჩაუტარა.

 

 

პატარებმა გაიგეს, თუ რა გზა გაიარა რადიომ დღემდე. შემდეგ კი უშუალოდ იხილეს, თუ როგორ მუშაობს საქართველოში წამყვანი რადიო კომპანია – რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“ შემავალი რადიო სადგურები.

რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, ბავშვები შეხვდნენ ცნობილ რადიო წამყვანებს და მათგან მოისმინეს, თუ რა პრინციპებით მუშაობს და როგორ გადის რადიო მაუწყებლობა პირდაპირ ეთერში.

მათ ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ მუსიკალური წამყვანი გურამ ქვრივიშვილი ესაუბრა და თან ადგილზე აჩვენა რადიოს მუშაობის პრინციპი.

 

საინტერესო და სახალისო საუბარი შედგა რადიო „არ დაიდარდოს“ წამყვან, მსახიობ ლაშა რამიშვილთან.

ბავშვებმა ლაშას უთხრეს, რომ რადიოს მსმენელები თავადაც არიან და მასაც კარგად იცნობენ, როგორც ტელეეკრანიდან, ასევე თეატრალური სცენიდან.

პატარების რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“ სტუმრობამ შემეცნებითად და მხიარულად ჩაიარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები