ფილიპინების ხელისუფლებამ ბულდოზერით უნიკალურით McLaren 620R გაანადგურა, მოდელი რომელიც მხოლოდ 350 ეგზემპლარიანი ტირაჟითაა გამოსული. სუპერქარი სახელმწიფოში არალეგალური გზით მოხვდა – დეკლარაციაში სპორტქარი Porsche Cayman–ის სახელით იყო გაფორმებული, რამაც მის მფლობელს გადასახადების დაზოგვის საშუალება მისცა. თუმცა, აფიორა მაინც გასაჯაროვდა, პოლიციამ კუპე ამოიღო და დემონსტრაციულად დალეწა.
McLaren 620R – სარბოლო სპეც–ვერსიაა, რომელიც საერთო მოხმარების გზებზეც ნებადართულია. მოდელის წარმოება 2020 წელს დაიწყო, ივლისში კი ორკარიანი მოდელი ფილიპინების პორტში დააპატიმრეს.
სხვა საჩვენებელი ავტომობილები, რომლებიც ბულდოზერით გაანადგურეს, იყო: Bentley Continental Flying Spur, Hyundai Genesis, Lotus Elise, Mercedes-Benz SLK, Porsche 911 და Toyota Camry Solara. იმავე დღეს, პრესის დასწრების გარეშე Mitsubishi–ს 14 ყველგანმავლიც დაამტვრიეს. ეს ავტომობილებიც სხვების მსგავსად ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ფილიპინებზე კონტრაბანდულ მოდელებს 2017 წლიდან ანადგურებენ და ხშირ შემთხვევაში საქმე ძალიან ძვირადღირებულ ავტომობილებს შეეხება ხოლმე.