LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „ექსკლუზიური ინტერვიუ მოვიპოვეთ მუსიკალურ ინდუსტრიაში დიდ ვარსკვლავებთან, მასალა Fashion Tv-ის ეთერში გავა და 10 მილიონზე მეტ ადამიანს ექნება ნახვის საშუალება“ – ნინი გოგიჩაიშვილი სასიამოვნო სიახლეს გვიზიარებს

215
BeFunky-collage (1)

ნინი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში გვიზიარებს სიახლეებს, რაც მის თავს ხდება.

როგორც ნინი აღნიშნავს, მან ექსკლუზიური ინტერვიუები მოიპოვა მუსიკალურ ინდუსტრიაში უდიდეს ვარსკვლავებთან.

ნინი წერს, რომ მასალა დამონტაჟდება და გავა Fashion Tv-ის ეთერში, რაც იმას ნიშანავს, რომ 10 მილიონზე მეტ ადამიანს ექნება ამ მასალის ნახვის საშუალება.

„არასდროს ვწერ დიდ პოსტებს, მაგრამ მინდოდა ეს საინტერესო სიახლე თქვენთვისაც გამეზიარებინა.

ტრადიციულად Fashion TV -სთან ერთად გადავიღეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი „Untold“, რომელიც პირველად ჩატარდა არაბულ ქვეყანაში.

ეს ფესტივალი მიმდინარეობდა ექსპო სითიში და 4 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად  70 000ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

ფესტივალის ოფიციალური პარტნიორი კი Virgin Radio იყო.

ბევრი სირთულის მიუხედავად, ექსკლუზიური ინტერვიუ მოვიპოვეთ მუსიკალურ ინდუსტრიაში ისეთ დიდ ვარსკვლავებთან როგორიცაა: G-Easy, John Newmann, Timmy Trumpet, Luciano, Philip Staub, Nicole Moudaber,Hamza და Badshah და ფესტივალის თანა-დამფუძნებელ და Ceo Bogdan Buta-სთან.

მასალა, როდესაც დამონტაჟდება გავა Fashion Tv-ის ეთერში რაც იმას ნიშანავს, რომ 10 მილიონზე მეტ ადამიანს ექნება ამ მასალის ნახვის საშუალება. რადგან Fashion Tv არის არის მეოთხე ყველაზე გავრცელებული არხი მსოფლიოში 250 საკაბელო თანამგზავრით,“ – წერს ნინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები