45 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი, „მასერატის“ სახე გახდა. სულ ცოტა ხნის წინ ვარსკვლავი სარეკლამო რგოლში გადაიღეს, სადაც Maserati Levante Trofeo-ს მარკის წითელ ავტომობილში ზის. აღსანიშნავია, რომ რეკლამა მაიამის გზებზეა გადაღებული დევიდი კი ყველა ტრიუკს თავად აკეთებს.
რეკლამისთვის დევიდმა რამდენიმე გამორჩეული „ლუქი“ მოირგო. მას ჯერ ჭრელი პერანგი ეცვა, მანქანასთან კი თეთრ პერანგში, ამავე ფერის ფეხსაცმელსა და კრემისფერ შარვალში პოზირებდა.