მომღერალი თიკა ჯამბურია უნგრეთში მოგზაურობს. სხვადასხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობის დათვალიერების პარალელურად, ბუდაპეშტში, ერთ-ერთ ცნობილ კაფესაც New York Cafe Palace ესტუმრა და სოციალური ქსელის გამომწერებს კადრები გაუზიარა.
„მომწონს ულამაზესი ადამიანები, რომლებიც ქმნიან ამ დაუვიწყარ სიტუაციას და ცოცხალი კლასიკური მუსიკა, რომელიც დროში უკან გაბრუნებს…“
გამოქვეყნებულმა კადრებმა კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
„რა ლამაზი ხარ“, „წითელი უნდა გეცვას სულ🔥❤“, – აღნიშნავენ კომენტარებში.