LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ჩაინა მოზესის კონცერტი ვახტანგ კახიძის ორკესტრთან ერთად გაიმართა

608
25356436
23 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-8 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, თბილისის მუსიკალურ-კულტურულმა ცენტრმა მომღერალს, სიმღერების ავტორსა და პროდიუსერს ჩაინა მოზესს უმასპინძლა.

მსოფლიოში სახელგანთქმული მომღერლის დი დი ბრიჯვოტერისა და ლეგენდარული აქტივისტისა და რეჟისორის გილბერტ მოზეს მესამე ქალიშვილი, თავისი ბენდის თანხლებითდა თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგა.

ორკესტრს მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა.

გლობალური მნიშვნელობის არტისტს, ჩაინა მოზესს გამართული აქვს 800-ზე მეტი შოუ ექვსივე კონტინეტზე. იგი ცნობილი რადიო გადაცემების “Made in China” on TSF Jazz (საფრანგეთი) და „გვიან ღამით ჩაინა მოზესთან “ ჯაზის რადიო ტალღაზე (დიდი ბრიტანეთი) თანაპროდიუსერია.

მოზესი ხშირად მონაწილეობდა საერთაშორისო სატელევიზიო და კინო პროექტებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები