ანუკი არეშიძე და კახა კალაძე ჰოლანდიაში იმყოფებოდნენ.
ამის შესახებ ანუკის „ინსტაგრამიდან“ გახდა ცნობილი, სადაც დიზაინერმა სიახლე გაგვაცნო.
კახა კალაძის და ანუკი არეშიძის შვილი ლევან კალაძე ნიდერლანდებში, ჰოლანდიურ პროფესიონალურ საფეხბურთო კლუბში AZ Alkmaar თამაშობს. მშობლები ლევანის თამაშს დაესწრნენ და ტრიბუნიდან უგულშემატკივრეს.
კადრებს სოციალურ ქსელში ანუკი გვიზიარებს, სადაც ჩანს, რომ ცნობილი დიზაინერი, რომელიც ჩაცმის განსაკუთრებული სტილით გამოირჩევა, ამჯერადაც შესანიშნავ ფორმაშია.