როგორც ცნობილია, „იდუმალი მკვლელობა“, რომელშიც ჯენიფერ ენისტონი და ადამ სენდლერი მონაწილეობენ, მეორე ნაწილით ბრუნდება. გადაღებები ჯერ ჰავაიზე მიმდინარეობდა, შემდეგ კი პარიზში. მედიის ცნობით, ფილმზე მუშაობა უკვე დასრულებულია, თუმცა, ადამსა და ჯენიფერს განშორება აშკარად არ სურთ. ინსაიდერების ცნობით, ისინი კვლავ პარიზში იმყოფებიან და ღამის კლუბებს ერთად ხშირად სტუმრობენ.
მეტი, ვიდრე მეგობრობა? – ჯენიფერ ენისტონი ადამ სენდლერთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს
ძველი კოლეგები გამომწერებს ერთობლივი ფოტოებით ხშირად ანებივრებენ. ამჯერად საზოგადოების ყურადღება მათმა ვიდეომ მიიპყრო, რომელიც პარიზშია გადაღებული. 52 წლის ენისტონი 55 წლის სენდლერს საკუთარი კოსმეტიკური ხაზის ზეთს წვერსა და თმაზე უსვამს. მალევე ინტერნეტსივრცეში კომენტარები გაჩნდა. ბევრი ფიქრობს, რომ მათ გაცილებით მეტი აკავშირებთ, ვიდრე უბრალოდ მეგობრობა.
„როგორ უხდებიან ერთმანეთს“, „გაუგრძელდათ ვოიაჟი“, „ამ ორ შორის რეალური ქიმიაა, ვიდეოში აშკარად ჩანს“, – წერენ კომენტარებში.
ფოტო: ჯენიფერ ენისტონი და ადამ სენდლერი კვლავ ერთად – მსახიობები ჰავაიზე გადაიღეს
„უსაყვარლესი წყვილი“ – ფეხშიშველი ჯენიფერ ენისტონი და ადამ სენდლერი ჰავაიზე – უახლესი ფოტოები