LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ადიდებული რიონი, დატბორილი სახლები და წყალში მოქცეული მანქანები – დასავლეთ საქართველოში წყალდიდობაა

653
წყალდიდობადასავლეთში

წყალდიდობაა დასავლეთ საქართველოში. დატბორილია სამეგრელოს რაიონები და ადიდდა რიონიც. უხვი ნალექის გამო დასახლებებში მოვარდნილმა წყალმა სახლების პირველი სართულები დატბორა. წყალმა დაფარა მანქანებიც.

სტიქიის ამსახველი ფოტო და ვიდეო კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.

უხვმა ნალექმა ჩხოროწყუში სახლები და ეზოები დატბორა.

დაიტბორა სახლები და ეზოები, ასევე, წყალმა ნახევრად დაფარა მანქანებიც სენაკში.

მოსულმა უხვმა ნალექმა რიონიც აადიდა. ქუთაისიდან ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ზუგდიდში მდინარე სინწა კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთები და სახლები დაიტბორა. დაზიანდა ტექნიკა და ავეჯი. სახლებამდე მისასვლელ ხიდებზე წყალი გადადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები