ვენსან კასელის 23 წლის მეუღლე, ცნობილი მოდელი თინა კუნაკი ამჯერად თეთრეულის ბრენდის, Cuup-ის სახე გახდა. ამისთვის მოდელი სპეციალურად მოემზადა. ახალი ფოტოები სოფელში, ცხენების გარემოცვაშია გადაღებული. 23 წლის მოდელი ნახევრად შიშველია, ხანაც სხვადასხვა ფერის საცურაო კოსტიუმებსა და თეთრეულს ირგებს.
ახალი ფოტოები თინა კუნაკიმ სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა. ფოტოებს უამრავი მოწონება და კომენტარი ახლავს თან. ფოტოების ავტორი მორგან ლეია, ხოლო ფოტოსესიის არტ-ხელმძღვანელი, თავად ვენსან კასელი.