თინა კუნაკიმ პანდემიის მიუხედავად, ზაფხული ფანატასტიკურად გაატარა. შვებულების დასრულების შესახებ კი მან სოციალური ქსელების მომხმარებლებს „ინსტაგრამის“ საშუალებით ამცნო. კაპრიზე მოდელი UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ ვახშამზე ჩაფრინდა, თავისუფალი დრო კი ზღვის სანაპიროზე გაატარა.
კაპრიზე კუნაკის არ ახლდა მეუღლე, ვენსან კასელი, რომელიც ამ ეტაპზე შვილთან, დევა კასელთან ერთად გადაღებებზე იმყოფება. ცნობილმა მოდელმა მეგობარი ფოტოგრაფის გარემოცვაში დაისვენა.