LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ვენეციის კინოფესტივალზე“ 62 წლის ჯეიმი ლი კერტისი ცეცხლოვანი კაბით გამოჩნდა და „ოქროს ლომიც“ მიიღო

175
Untitledp

„ვენეციის კინოფესტივალზე“ 62 წლის მსახიობმა, ჯემი ლი კერტისმა ცხოვრებისეული დამსახურებებისთვის „ოქროს ლომის“ ჯილდო მოიპოვა. ის ფილმის, „ჰელოუინის მკვლელობა“ პრემიერაზე საოცარ ფორმაში გამოჩნდა.

მას ცეცხლოვანი, ლეოპარდის პრინტიანი კლასიკური გრძელი კაბა ამშვენებდა, რომელსაც ვარსკვლავმა ამავე პრინტის პირბადე შეუხამა. მსახიობი მოპოვებული ჯილდოთი საოცრად გაბედნიერდა, ის პრიზს გულში იხუტებდა და ფოტოობიექტივის წინაშე გამუდმებით იღიმოდა.

ცნობისთვის, კერტისის მონაწილეობით ფილმი „ჰელოუინის მკვლელობა“ კინოეკრანებზე 10 ოქტომბერს გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები