ბევრ ტუნერს თავისი ხელწერა აქვს: ეს შეიძლება იყოს განვითარებული აეროდინამიკა, გამომწვევი შეფერილობა თუ ექსტრემალური დეტალები. Hennessey Performance-იც არ არის გამონაკლისი, თუმცა ვიზუალური ეფექტები ტეხასელებისთვის მთავარ მიზანს არასდროს წარმოადგენდა.
ყველაზე საინტერესო, როგორც წესი, შიგნითაა ხოლმე დამალული: ამერიკელები აუმჯობესებენ ისედაც ძალიან მძლავრ სუპერქარებს, ყველგანმავლებსა და პიკაპებს კი უკომპრომისო კროსოვერებად გადააქცევენ.
მხოლოდ 2022 წელს ატელიემ არაერთი საინტერესო ავტომობილი შექმნა.