LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ველური ბუნების წლის ყველაზე მაგარი კადრი გამოავლინეს

38
wpy-winning-image-2022-full-width.jpg.thumb.1160.1160

ბრიტანეთის მუზეუმმა კონკურსის „ველური ბუნების ფოტოგრაფი“ გამარჯვებული დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

საუკეთესო კადრის, რომელსაც სახელად „დიდი ბზუილი“ უწოდეს, ავტორი ამერიკელი კარინ აიგნერი გახდა. ფოტოში ჩანს, თუ როგორ შემოარტყეს წრე მამრმა ფუტკრებმა მდედრს და ნამდვილი ბრძოლა გამართეს. კადრის მარცხენა კუთხეში კიდევ ერთი მამრია გამოსახული, რომელიც მზადაა ამ აურზაურში გაერიოს და იღბალი გამოცადოს.

„ველური ბუნების ფოტოგრაფები ველური სახეობების საოცარ ცხოვრებას წარმოგვიდგენენ, გვიყვებიან წარმოუდგენელ დეტალებზე და ამ გზით კლიმატისა და ბიომრავალფეროვნების პრობლემებს უსვამენ ხაზს“ – აღნიშნა მუზეუმის დირექტორმა დაგ გურმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები