LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ვარსკვლავთცვენა ბათუმის „სოჰოში“ სექტემბრის სეზონზე: ვინ იმღერებს ცნობილ კლუბში და როგორ მოუწყვეს ლელა წურწუმიას სპეციალური საგრიმიორო

404
სოჰო ბათუმი

ბათუმის „სოჰომ“ წელს 80-ზე მეტ კონცერტს უმასპინძლა და არაჩვეულებრივი საღამოები შესთავაზა მისულ სტუმრებს.

„სოჰო“ უკვე წლებია, ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული კლუბია ბათუმში, რომელიც მუდამ ინარჩუნებს აქტუალურობას.

პროდიუსერი გია გუმბერიძე გვიყვება უკვე ჩავლილი საზაფხული სეზონის შესახებ და 10 სექტემბრამდე, ანუ სეზონის დახურვამდე დაგეგმილი ყველა კონცერტის თაობაზე.

გია, როგორი იქნება სექტემბრის სეზონი ბათუმის „სოჰოში“?

2023 წლის სეზონი გრძელდება სექტემბერშიც და ძალიან დატვირთულია კონცერტებით, როგორც წინა თვეები.

1-ელ სექტემბერს ვუმასპინძლებთ ყველასთვის საყვარელ ავტორ-შემსრულებელს, ნატო გელაშვილსა და გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებს. მათ სპეციალურად ჩვენი სივრცისთვის მოამზადეს  პროგრამა იმ ჰიტებით, რომლებიც ყველამ ზეპირად იცის და მსმენელს მუდამ კარგ განწყობაზე აყენებს.

აც შეეხება 2 სექტემბერს – ძალიან პოპულარული ახალი ჰიტით და ძველი სიმღერებით სტეფანე წარდგება მაყურებლის წინაშე სეზონის დასკვნითი კონცერტით, სადაც ის სტეფანიასთან ერთადაც იმღერებს. სტეფანე არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან ერთად დაუვიწყარ სანახაობას ქმნის.

3 სექტემბერს ლექს-სენის სოლოკონცერტი გაიმართება. ლექს-სენმა ჩვენთან არაერთი კონცერტი ჩაატარა ამ სეზონზე და ყველა მათგანმა ანშლაგით ჩაიარა. 3-შიც ჩვენი ახალგაზრდებისთვის საყვარელი ყველა ჰიტი აჟღერდება.

ჩვენს ახალგაზრდა მსმენელს ასევე ძალიან უყვარს ბედინა, რომელიც „ნონ სტოპთან“ ერთად წარდგება. ეს კონცერტი 4 სექტემბერს ჩატარდება.

5 სექტემბერს, 2023 წლის სეზონის დასკვნით კონცერტს გამართავს „სოჰოში“ „ღამის შოუს ბენდი“. ამ დღეს გელა გნოლიძე იუბილარი გახლავთ და ჩვენს სტუმრებს განსაკუთრებული კონცერტი ელოდებათ. წინასწარ ვულოცავთ მას ამ თარიღს.

6-7 სექტემბერს ჩვენი სტუმრებისთვის ორი, გამორჩეულად საყვარელი ჯგუფი: „ქუჩის ბიჭები“ და „გუფი ლენდი“ გამართავენ კონცერტებს.

ლელა წურწუმიას თავისი ურთიერთობა აქვს „სოჰოსთან“, რომელიც წლებია, გრძელდება. „ნონ სტოპთან“ ერთად დასკვნით სოლოკონცერტს ის ჩვენს სივრცეში 8 სექტემბერს გამართავს, რომელზეც განსაკუთრებულ სიურპრიზებს გვპირდება. ლელა ახალი ჰიტით და ძელი სიმღერებით დაემშვიდობება ბათუმს.

9 სექტემბერს საინტერესო საღამო გვაქვს „რეგიონთან“ ერთად. „სოჰოს“ მაყურებლის წინაშე ეს ჯგუფი პირველად წარდგება. ჩვენი სტუმრების თხოვნით გადავწყვიტეთ ამ კონცერტის ჩატარება. დარწმუნებული ვარ, „რეგიონის“ თაყვანისმცემლები ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებენ.

10 სექტემბერს სეზონი გაერთიანებული პროგრამით დაიხურება. მინდა, პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ სტუმრებს, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“, რომელიც ჩვენ გვერდით დგას, ტელეკომპანია „ტვ პირველს“ და ყველას, ვინც სამთვიანი სეზონის არაჩვეულებრივი დღეები ჩვენთან ერთად გაატარა. ჩვენ ვუმასპინძლეთ 80-ზე მეტ დიდ კონცერტს…  რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჩვენს მასპინძელ ბათუმს კიდევ ერთი თბილი და დაუვიწყარი სეზონისთვის.

„სოჰო“ არტისტების მოთხოვნებს როგორ ასრულებს? ცნობილია, რომ ლელა წურწუმიას თქვენთან საკუთარი ოთახი აქვს გამოყოფილი მოსასვენებლად…

ლელას წელს ჩვენთან ძალიან ბევრი კონცერტი ჰქონდა ჩასატარებელი. აღნიშნა, კარგიიქნება, თუ საკუთარი ოთახი მექნებაო. ჩვენ მისი ეს სურვილი გავითვალისწინეთ და მოვუწყვეთ პატარა საგარდერობე ოთახი, რომელზეც დიდი ასოებით აწერია – ლელა წურწუმია. თუმცა სხვა არტისტებიც სიამოვნებით იყენებენ, მაინც ლელას ოთახი დაერქვა.

ზოგადად, ყველა არტისტს აქვს თავისი პირობები, მაგრამ ჩვენთან ბევრად ლოიალურები არიან. 25-წლიანი მეგობრობა, რომელიც ჩვენთან აკავშირებთ, განაპირობებს იმას, რომ ისე გრძნობენ თავს, როგორც საკუთარ ოჯახში. ყველა არტისტს, ვინც ჩვენს სცენაზე დგას და დადგება, დიდ მადლობას გადავუხდი, სწორედ მათი დახმარებით იქმნება ის არაჩვეულებრივი გარემო, რასაც ყოველ წელს „სოჰო“ სტუმრებს უქმნის. ძალიან დიდი ძალისხმევის გარეშე ამის მოხერხება რთულია. მომღერლები, არტისტები და „სოჰოს“ მხარე დიდ ენერგიასა და შრომას ვდებთ იმაში, რომ ყოველი საღამო გამართულად ჩატარდეს.  ეს სასიამოვნო, მაგრამ რთული სამუშაოა…

ინტერვიუ: ნინო მურღულია