LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ტყუპმა დებმა ათასობით ფუნტი სტერლინგი დახარჯეს, რათა ბარბის თოჯინებს დამსგავსებოდნენ

118
Screenshot 2023-08-22 135740

ინგლისელმა ტყუპმა დებმა პლასტიკურ ოპერაციებზე 160 ათასი ფუნტი სტერლინგი დახარჯეს. Daily Mail-ის ინფორმაციით, გოგონებს ძალიან უნდოდათ რომ ბარბის თოჯინებს დამსგავსებოდნენ.

26 წლის დოლი და დეიზი სიმპსონები ბარბის თოჯინებზე ბავშვობიდან გიჟდებოდნენ. „ჩვენ ყოველთვის ძალიან მოგვწონდა ქერა გოგონები, არაჩვეულებრივი რუჯითა და დიდი მკერდით, ისეთები რომლებიც თოჯინებს ჰგავდნენ და გვსურდა ჩვენც ასეთები ვყოფილიყავით“, – ამბობს დოლი.

დებმა პირველი პლასტიკური ოპერაცია მაშინვე გაიკეთეს, როგორც კი სრულწლოვნები გახდნენ. 8 წლის განმავლობაში კი მათი ვიზუალი კარდინალურად შეიცვალა. ტყუპებმა პლასტიკური ოპერაციები გაიკეთეს ცხვირზე, მკერდზე, საჯდომზე და არ დავიწყებიათ არც ინტიმური პლასტიკა. გარდა ამისა, დოლიმ და დეიზიმ ათობით კოსმეტიკური პროცედურად ჩაიტარეს: ფილერით დაიკორექტირეს ტუჩები, ლოყები, ცხვირი, გაიკეთეს ბოტოქსი და ვინირები.

აღსანიშნავია, რომ გოგონები პლასტიკურ ოპერაციებს როგორც წესი, ერთად იკეთებენ რათა არამხოლოდ თოჯინებს, არამედ ერთმანეთსაც ჰგავდნენ. დები გაჩერებას არც მომავალში აპირებენ და რამდენიმე ოპერაცია უახლოესი პერიოდისთვის უკვე დაგეგმილიც აქვთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები