LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Toyota Corolla უფრო სპორტული გახადეს

169
toyotacrlgry

კომპანია Toyota-მ სედანი Corolla-ს სპორტული ვერსია Corolla Apex Edition წარადგინა. სერია 6 ათას ავტომობილს მოიცავს და ჩრდილოამერიკული ბაზრისთვისაა განკუთვნილი. სიახლე იმ ავტომოყვარულებს მოეწონებათ ვინც შედარებით ეკონომიურ და თან მოქნილ სპორტქარს ეძებს.

სპორტული Toyota წინამორბედი მოდელებისგან შავი და ვერცხლისფერი დეტალებით განსხვავდება. საბარგულის თავზე სპოილერის დაყენება – მყიდველის სურვილზეა დამოკიდებული. რაც შეეხება მანევრირებას და მოქნილობას – მოდელი იაპონიის, შემდეგ კი აშშ-ს გზებზე დატესტეს.

სპეცვერსია Corolla Apex მხოლოდ 2,0 ლიტრის მოცულობის Dynamic Force ძრავით იქნება წარმოდგენილი და აგრეგატს 171 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. გადაცემათა კოლოფი 6-საფეხურიანი „მექანიკა“ იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები