ტობავარჩხილის ტბამდე მისვლა მოწესრიგებული გზით არის შესაძლებელი. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყო. პროექტი ითვალისწინებდა ტობავარჩხილის ტბამდე ამორტიზებული საავტომობილო გზის მოწესრიგებას. მოეწყო გრუნტის საფარი და ლითონის თვალამრიდები.
პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.