7 ივნისს, საფრანგეთში „დედის დღე“ აღინიშნება. ბევრმა ვარსკვლავმა აღნიშნა ეს დღე, მათ შორის გახლდათ 23 წლის ტინა კუნაკი, რომელმაც დედის ვინტაჟური „ლუქი“ გაიმეორა და „ინსტაგრამზე“ ორსულობის დროს გადაღებული ფოტო გაავრცელა.
ფოტოზე აღბეჭდილია ტინას დედა, რომელიც ტინას ძმაზეა ორსულად. მას ჭრელი, ვარდისფერი პრინტიანი კაბა აცვია, სწორედ მსგავსი კაბა მოირგო ტინამ, როდესაც ორსულად იყო.
„ვულოცავ ჩემს საოცარ დედას, რომელიც ჩემთვის მუდამ სამაგალითო იყო, მთელი გულით მიყვარხარ”, – წერს ვენსან კასელის მეუღლე.