LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Tesla Cybertruck-ის დებიუტი: 845 ძალა და 2,6 წამი „ასამდე“

125
tesla

Tesla-მ სერიული პიკაპი Cybertuck-ი წარადგინა და მოდელი 845 ძალის აგრეგატითაა დაკომპლექტებული. პროტოტიპის დებიუტიდან 4 წლის შემდეგ როგორც იქნა, ავტომობილის სავაჭრო ვერსიის პრემიერაც შედგა. პირველი წარდგენის შემდეგ ელექტროქარი უფრო მძლავრი გახდა: ყველაზე ძლიერ სამ ძრავიან ვერსიას მხოლოდ 2,6 წამი სჭირდება რათა 100 კმ/სთ განავითაროს, ანუ ისეთივე მაჩვენებელი აქვს როგორც Chevrolet Corvette Z06-ს. რაც შეეხება ფასს, საბოლოო ღირებულება იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ამბობდნენ და პიკაპის მინიმალური ფასი 60 990 დოლარი იქნება.

Cybertruck-ის ყველაზე მძლავრმა ვერსიამ სახელი Cyberbeast მიიღო. ეს ვერსია 3 ძრავიანი აგრეგატით დაკომპლექტდება და 845 ცხენის ძალასთან ერთად ერთი დამუხტვით 515 კილომეტრს გაივლის. ასეთი პიკაპის ფასი 99 990 დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები