თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორაზე გამწვანების სამუშაოები დასრულდა, 210 მეტრ სიგრძეზე 200 ხე-მცენარე დაირგო. გარემოს დაცვითი აქტივობები „ტავ ჯორჯიას“ სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, კომპანია წლებია აეროპორტის ტერიტორიაზე და მის გარეთ დაგეგმილ გამწვანების აქციებში აქტიურად არის ჩართული.
ინფორმაციასა და ფოტომასალას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.