42 წლის ტელეწამყვანი, რომელიც რუსულ ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს, სოფიკო შევარდნაძე ახლახან გახდა დედა. მას ვაჟი შეეძინა. ბიჭუნას მამის ვინაობა ცნობილი არ არის და არც სოფო აპირებს, როგორც ჩანს, ამაზე ხმამაღლა საუბარს.
სამაგიეროდ, სიამოვნებით საუბრობს დედობაზე. ახლახან მან „ინსტაგრამზე“ ბავშვთან სეირნობისას ერთად გადაღებული ფოტო გამოაჩინა.
შეგახსენებთ, რომ სოფო საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი გახლავთ.