Skoda-ს სტუდენტები შექმნიან ავტო-კემპერს, რომლის ბაზადაც ელექტრონულ კროსოვერს Enyaq-ს გამოიყენებენ. პროექტის ფარგლებში აიგება მრავალფუნქციური ბორბლებიანი სახლი და მისი ინტერიერი მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადდება. უკვე ცნობილია, რომ კემპერი მიიღებს მზის ელემენტებს და ციფრულ ტექნოლოგიურ სიახლეებს.
ახალი Skoda Roadiaq-ის ოფიციალური პრემიერა ივნისის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.
ჩეხური ბრენდის ხელმძღვანელთა განცხადებით, პროექტი roadiaq სტუდენტებს საშუალებას მისცემს სწავლის დროს მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. მუშაობის პროცესში ახალგაზრდა სპეციალისტები სრულად ჩაეფლობიან პროექტირების პროცესში და ახალი ავტომობილის წარმოების ყველა ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას – დაწყებული ქაღალდის ესკიზებით, ფინალური აგებით დასრულებული. ამასთან, პროექტირების ეტაპზე სტუდენტებს თავისი იდეების შეთავაზება და განხორციელებაც შეეძლებათ.