გასულ კვირას, ჯონი დეპი და ემბერ ჰარდი სასამართლოს წინაშე წარდგნენ. ექს-მეულეები პროცესზე ცალცალკე მივიდნენ. აღსანიშნავია, რომ ემბერ ჰარდი თავის შეყვარებულთან, ბიანკა ბიტისთან ერთად გამოჩნდა.
შვიდდღიანი სკანდალური სასამართლო პროცესის შემდეგ, გოგონები ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროსთან შენიშნეს, ისინი ხელიხელჩაკიდებული, მომღიმარი სახით მისეირნობდნენ. ემბერს შავი კაბა ეცვა, ხოლო ბიანკა შავ, კლასიკურ შარვალსა და თეთრ პერანგში იყო გამოწყობილი.
ცნობისთვის, ჰარდის ახალი რჩეული ბიანკა ბუტი 38 წლის გახლავთ, ამ დროის მანძილზე წყვილი არაერთხელ შეუნიშნავთ ერთად.