LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: სილვესტერ სტალონე მეუღლეს ქორწინების 24-ე იუბილეს ემოციური სიტყვებით ულოცავს

201
pagehh

74 წლის სილვესტერ სტალონე და 52 წლის ჯენიფერ ფლავინი მართლაც სამაგალითო ჰოლივუდური წყვილია. მათ უკვე მრავალწლიანი ქორწინება აკავშირებთ, მათი ურთიერთობა გარჩევის საგანი არასდროს გამხდარა.

სულ ცოტა ხნის წინ წყვილმა ქორწინების 24-ე იუბილე აღნიშნა. ღირშესანიშნავი თარიღის საპატივცემულოდ მსახიობმა „ინსტაგრამზე“ ფოტოები გაავრცელა და მეუღლეს ემოციურ სიტყვებით მიულოცა იუბილე.

„24 წლის იუბილეს გილოცავ, დრო მიფრინავს, მე ბედნიერი ცხოვრება მაქვს ჩემი მეუღლისა და ოჯახის დამსახურებით“, – წერს მსახიობი.

შეგახსენებთ, მათ ერთმანეთი 1988 წელს გაიცნეს და შეხვედრაც მალევე დაიწყეს. წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Sly Stallone (@officialslystallone)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები