LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „შეხედეთ მის ხელებს!“ – ბენ აფლეკის ქალიშვილი პაპარაცების დანახვისას ანერვიულდა

2745
page

49 წლის ბენ აფლეკი შესანიშნავად ახერხებს ერთმანეთს კარიერა, პირადი ცხოვრება და მამის მოვალეობები შეუთავსოს. ის პაპარაცების ობიექტივში საკმაოდ ხშირად ხვდება, ხან შვილებთან ერთად სეირნობს, ხან საყვარელ ქალთან, ჯეი ლოსთან ატარებს დროს, ხანაც ლოპესის შვილებთან ერთად საყიდლებითაა დაკავებული.

ფოტო: ,,ერთმანეთი დაიბედეს” – ბენ აფლეკი და ჯეილ ლო ბედობას საყიდლებზე გადაიღეს

ბენ აფლეკი ყოფილ მეუღლეს საქმეებს ურჩევს? – პაპარაცული ფოტოები

როგორც ჩანს, ბენის უფროსი ქალიშვილი, 16 წლის ვაიოლეტი ყურადღების ცენტრში ყოფნას არ არის შეჩვეული. ახლახან, ბენი მასთან და 9 წლის სემუელთან ერთად ლოს-ანჯელესის ქუჩებში გადაიღეს. ამჯერად საზოგადოების ყურადღება გოგონამ მიიპყრო, ის პაპარაცების დანახვისას შეცბა და ანერვიულდა. აღსანიშნავია, რომ გოგონა დედას, ჯენიფერ გარნერს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.

„შეხედეთ მის ხელებს, როგორ ნერვიულობს“, „დედას საოცრად ჰგავს“ , „არაჩვეულებრივი გოგოა“, – წერენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები