რამდენიმე დღის წინ დემნა გვასალიამ „პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში მართლაც ისტორიული ჩვენება გამართა. „ბალენსიაგას“ დეფილეს ტრადიციულად უამრავი ვარსკვლავი დაესწრო, მათ შორის გახლდათ სელმა ჰაიეკი, რომელიც ღონისძიებაზე ოჯახთან, მეუღლესთან, ქალიშვილთან და გერთან ერთად მივიდა. აღსანიშნავია, რომ სელმა ოჯახს იშვიათად აჩენს.
ფოტო/ვიდეო: დემნა გვასალიამ ისტორიული ჩვენება მოაწყო
როგორც ცნობილია, სელმა ჰაიეკსა და ფრანსუა-ანრი პინოს საერთო ქალიშვილი, 14 წლის ვალენტინა ჰყავთ. ხოლო, ფრანსუას პირველი ქორწინებიდან 21 წლის გოგონა, მატილდა, ის მოდელია. საზოგადოება სწორედ მატილდას გამოჩენამ აღაფრთოვანა, ის საოცრად დახვეწილი გოგონაა.
ფოტო: მკერდმოშიშვლებული სელმა ჰაიეკი „მარადიულების“ პრემიერაზე 14 წლის ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა