2022 წლის ევროპის ავტომობილის ტიტულისთვის პრეტენდენტთა სია ცნობილია: გამოქვეყნდა რეიტინგი რომელიც 39 მოდელს მოიცავს და ამ 29 მოდელიდან 7 ფინალისტს შეარჩევენ.
კონკურსის Car of the Year გამარჯვებულს, მომავლის წლის 16 თებერვალს დაასახელებენ. მანამდე კი აშშ-ში კონკურსის „ამერიკის წლის ავტომობილის“ ფინალისტები გამოავლინეს – North American Car, Truck And Utility Vehicle Of The Year (NACTOY). კონკურსში გამარჯვებისთვის სამ კატეგორიაში განაწილებული 9 მოდელი იბრძოლებს – მათ შორის იქნება მსუბუქი ავტომობილი, პიკაპი და ე.წ. ეკოლოგიური ავტომობილი.
მოდით თვალი გადავავლოთ იმ ავტომობილებს, რომლებმაც წინა წლებში მსგავს კონკურსებში გამარჯვება მოიპოვეს.