საუკეთესო ადგილი განმარტოვებისა და მედიტაციისთვის – ასე ახასიათებენ ბათუმთან ახლოს არსებულ სასტუმროს, სახელწოდებით: Door2heaven Eco-Hotel and camping.
განთავსების ობიექტი სოფელ ყოროლისთავში მდებარეობს. სასტუმროს შესახებ მომხმარებელს ინფორმაციას ვებგვერდი Pompok.com აწვდის.
„ეს არის ადგილი, საიდანაც მთაში ყოფნასთან ერთად ზღვის ხედებით ტკბობაა შესაძლებელი. ადგილზე მისულს დაგხვდებათ განსხვავებული ტიპის საცხოვრებელი, ბუნგალო, კარვისთვის ადგილები და პარკინგი ტურისტული ფურგუნებისთვის (Camper Van)“, – აცხადებენ Pompok.com-ში.
ცნობისთვის, Pompok დასაჯავშნი პლატფორმაა, რომელიც ბუნებაში დასვენების მსურველებ,ს საცხოვრებლების მფლობელებთან აკავშირებს. უფრო ზუსტად, ესაა სივრცე, სადაც თავმოყრილი და მარტივად გაფილტვრადია ინფორმაცია გლემპინგ ადგილების შესახებ.