როგორც ცნობილია, პრინცესა დიანას შესახებ ფილმს „სპენსერს“ იღებენ, დიანას როლს კი 30 წლის კრისტენ სტიუარტი ასრულებს. ამჟამად გადაღებები ფრანკფურტში, გერმანიაში მიმდინარეობს. ფილმი დიანას ცხოვრების იმ ეტაპს ასახავს, როდესაც მან პრინც ჩარლზთან განქორწინება გადაწყვიტა. ფილმის რეჟისორი პაბლო ლარაინია.
პერიოდულად გადასაღები მოედნიდან უახლესი ფოტოები ვრცელდება. ამჯერად კრისტენის ახლო ხედით გადაღებული ფოტო გავრცელდა. მსახიობს პრინცესა დიანას მსგავსი, კუბოკრული პიჯაკი აცვია. სხვათა შორის, როდესაც ცნობილი გახდა, რომ კრისტენს აღნიშნული როლი უნდა მოერგო, საზოგადოება სკეპტიკურად შეხვდა ამას, თუმცა დროთა განმავლობაში მსახიობმა შესანიშნავად გაითავისა პრინცესას როლი.
ცნობისთვის, ეს მსახიობისთვის პირველი, სერიოზული ავტობიოგრაფიული როლი იქნება. ფილმის პრემიერა 2021 წლის შემოდგომაზე შედგება.