ბათუმში ახალი აშენებული კერძო სახლი, უახლესი რემონტითვე, 12 მილიონ ლარზე მეტად არის შეფასებული და იყიდება.
განცხადება უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით
„სიტყვა და საქმეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩნდა. როგორც განცხადებიდან ვიგებთ, ამ ეტაპზე სახლის ღირებულება 12 468 560 ლარს (3 800 000 დოლარი) შეადგენს.
სახლის ფართობი – 450 კვადრატული მეტრია, ეზოსი კი -1100 მ². აღსანიშნავია, რომ კერძო სახლი 3 სართულიანია, მასში 12 ოთახია განთავსებული. უძრავ ქონებას გააჩნია 3 ავტოფარეხი.
„ფასი: 3800000$ ფართი 1100 მ²; მთლიანი მიწის ფართი 2170 მ²; შენობა ნაგებობა 450 მ²; ნავესი 180 მ²; სართულები სულ 3; ოთახები 12 ( საძინებელი 6 ); კაბინეტის ოთახი 1; აივანი; სველი წერტილი 8+ საუნით; საცურაო აუზით; მანქანის სადგომი 3“, – წერია უძრავი ქონების აღწერილობაში.