LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: საფრანგეთში ქართველი დააკავეს: მან შენობის სვეტებზე 20-მდე ნაცისტური სვასტიკა გამოსახა

271
5f831ec81f000038380c1b09

საფრანგეთში, რივოლის ქუჩაზე მდებარე შენობის სვეტებზე, ქართველმა მამაკაცმა 20-მდე ნაცისტური სვასტიკა გამოსახა. აღნიშნულზე ინფორმაციას, პარიზის პროკურატურა ავრცელებს. ეჭვმიტანილი 1989 წელს საქართველოში დაბადებული მამაკაცია.

ფაქტს პარიზის მერია და პირადად საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯერალდ დარმანინი გამოეხმაურნენ.

სოციალურ ქსელ Twitter-ზე, პარიზის მერია ინფორმაციას ავრცელებს, რომ “უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა” მამაკაცი უკვე დააკავა”. დასუფთავების ჯგუფები სასწრაფოდ ჩაერევიან ამ საკითხში და ყველა ნაკვალევს გააქრობენ”.

ასევე Twitter-ზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც  “პარიზის შუაგულში, ნაცისტების უგუნურ წარწერებზე” აღშფოთება გამოხატა და დროული რეაგირებისთვის პოლიციას მადლობა გადაუხადა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები