ცოტა ხნის წინ გამართულ „მეტ გალაზე“ ჩვენ უამრავი შთამბეჭდავი „ლუქი“ ვიხილეთ. წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავები წარმოუდგენლად ლამაზი ტანისამოსით გამოჩნდნენ. ვნებათაღელვა ჩაცხრა და ახლა საზოგადოებამ „სელებრითების“ იმიჯს კრიტიკული თვალით შეხედა.
ამჯერად კრიტიკის ობიექტი ჯასტინ ბიბერის მეუღლე, ჰეილი ბიბერი გახდა. მან „ივ სენ ლორანის“ თეთრი, საოცრად დახვეწილი კაბა მოირგო, თუმცა მის „ლუქს“ საშინლად არ უხდებოდა შავი ფერის კოლჰოტი.
„ეს რა საშინელებაა!“, „თეთრ კაბაზე შავი კოლჰოტი?“, „ყველაზე შეუსაბამო ტანდემია“, „უგემოვნობა“, – წერენ კომენტარებში.
ფოტო: „უკვე ორსულადაა?“ – ნიკოლა პელტცი „მეტ გალაზე“ „ვალენტინოს“ პიკანტურ კაბაში გამოჩნდა