LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: რონალდო შობის დღესასწაულზე დუბაიში გაფრინდა და ხალხი გააბრაზა

135
maxresdefault

კრიშტიანო რონალდომ და „იუვენტუსის“ სხვა მოთამაშეებმა კლუბის ხელმძღვანელობისგან ქვეყნის დატოვების ნებართვა მიიღეს იმ პირობით, რომ დაბრუნების შემდეგ კარანტინს გაივლიან. ამან ჩვეულებრივი ხალხი აღაშფოთა, რომლებიც ვალდებული არიან დაიცვან კორონავირუსული შეზღუდვები.

გულშემატკივრები უკმაყოფილო არიან, რომ რონალდო საშობაოდ დუბაიში გაფრინდა, როდესაც გაგანია პანდემიაა და მკაცრი ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები მოქმედებს.

კლუბმა 35 წლის პორტუგალიელს კი მისცა წასვლის უფლება, მაგრამ მერე იგივე სხვა ფეხბურთელებმაც მოინდომეს.
ეს ხალხმა ვერ გაიგო. ფეხბურთელებს უფლება აქვთ დასასვენებლად იფრინონ, ხოლო ზოგიერთი იტალიური ოჯახი დღესასწაულს ერთად ვერ შეხვდა კორონაშეზღუდვების გამო – დაწერა „გაძეტა დელო სპორტმა“.

„იუვენტუსი“ საშობაო პაუზაზე მისთვის უჩვეულო მე-6 პოზიციაზე გავიდა, ტურინელებს 24 ქულა და ერთი მატჩი აქვთ თადარიგში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები