დემი მური 60 წლისაა, თუმცა, მსახიობს ასაკი სრულებით არ ეტყობა. ვარსკვლავი ხშირად ავრცელებს ცეცხლოვან ფოტოებს. ამჯერად მან „ინსტაგრამზე“ პიკანტური ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად პოზირებს.
სანაპიროზე სასიამოვნო დროის გასატარებლად დემიმ ლეოპარდის პრინტიანი საცურაო კოსტიუმი მოირგო, რომელიც მას საოცრად უხდებოდა.
„ფოტო, რომელსაც დაკლიკვის გარეშე ვერ ჩაუვლით“, ,,დემი, სასწაულ ფორმაში ხარ“, – წერენ კომენტარებში.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მურისა და ცნობილი შეფ-მზარეულის, 46 წლის დენიელ ჰამსის რომანის შესახებ ინფორმაცია გასულ ზაფხულს გავრცელდა, თუმცა რამდენიმეთვიანი ცეცხლოვანი რომანის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
როცა 60 წლის ხარ და ახალი წელი ბავშვივით გიხარია – დემი მურის ფოტო თოვლიანი კურორტიდან
კარზე მომდგარი 60 წელი და სრულყოფილი, მოშიშვლებული ფეხები – დემი მური ცხელ ფოტოებს გვიზიარებს