2021 წელს წარმოდგენილი Mercedes-AMG GT 63 S E Performance მწარმოებლის ხაზში ყველაზე მძლავრი სერიული მოდელია. ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილი ავტომობილი სხვადასხვა მოდიფიკაციაშია ხელმისაწვდომი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური მოდელი გახდა როჯერ ფედერერისთვის აგებული ვერსია, რომელიც ერთადერთ ეგზემპლარად არსებობს.
ქარხნული პერსონალიზაციის პროგრამის ფარგლებში, Mercedes-Benz-ის ნებისმიერ ავტომობილს შეუძლია უნიკალური ვიზუალის მიღება, თუმცა აუქციონზე წარმოდგენილი მოდელი უნიკალური თავისი ავტორის გამოცაა. მოდელზე მუშაობდა სხვადასხვა ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი და არაერთი თასის მფლობელი, ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი.
ავტომობილმა ფერი Electric Beam მიიღო, ეს ფერი ჩოგბურთის ბურთების შეფერილობისაა, ამასთან მოდელს თავად ფედერერის ავტოგრაფიც ამშვენებს.