ნუკი კოშკელიშვილი აშშ-ში მეუღლესა და შვილთან ერთად ცხოვრობს. ის ყოველთვის ჩაცმის განსაკუთრებული სტილით გამოირჩეოდა და დღევანდელი დღეც არ არის გამონაკლისი.
ახლახან ტელესახემ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ორიგინალური სამოსით არის წარმოდგენილი, იასამნისფერ ფუშფუშა ქვედაბოლოსთან მას მოკლე ტოპი და ყვითელი ქურთუკი აქვს შეხამებული.
საქმე ისაა, რომ ამ ფორმაში ნუკი მეტროში მატარებელს ელოდება.
„უბრალოდ, მეტროს მოლოდინში“, წერს ის სოციალურ ქსელში.