LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: როგორ გამოიყურება განახლებული Peugeot 3008 – პირველი გამოსახულება

148
peugeo3008

Peugeot 3008 პირველი სერიოზული განახლებისთვის ემზადება. ტექნიკურ ნაწილში სერიოზული ცვლილებები არ მოხდება, თუმცა კროსოვერი ახალ დიზაინს და მულტიმედიურ სისტემას მიიღებს. სიახლის ექსტერიერისა და ინტერიერის პირველი გამოსახულება ქსელში უკვე გაავრცელეს.

3008-ს ვიზუალი ბრენდის თანამედროვე კონცეფციას ემთხვევა. კროსოვერი ახალ რადიატორის ბადეს და ფარებს მიიღებს.

სალონში გაჩნდება სწორკუთხა ეკრანი, რომელიც ახალ მულტიმედიურ სისტემას მოყვება. სხვა ცვლილებები ნაკლებად შესამჩნევია და მხოლოდ კოსმეტიკურ ხასიათს ატარებს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რესტაილინგის შემდეგ 3008 ბევრი დამხმარე სისტემით უნდა აღიჭურვოს, თუმცა დეტალები ამ დროისთვის არ ზუსტდება.

კაპოტის ქვეშ მასშტაბური ცვლილებები არ იგეგმება. არაოფიციალური ინფორმაციით, ჰიბდირული მოდიფიკაცია ორ ვარიაციაში – 222 და 296 ცხენის ძალის სიძლიერით იქნება ხელმისაწვდომი.

კროსოვერის პრემიერა უახლოეს 6 თვეში უნდა შედგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები