28 მარტს, პოპ-ვარსკვლავსა და მსახიობს, ლედი გაგას 35 წელი შეუსრულდა. როგორც ცნობილია, ის ახლა იტალიაში, კერძოთ კი რომში იმყოფება, სადაც რიდლი სკოტის ფილმში „გუჩის სახლი“ მთავარ როლს ასრულებს.
ლეგენდარული ალ პაჩინო და ლედი გაგა – უახლესი ფოტოები „გუჩის სახლის“ გადასაღები მოედნიდან
არტისტის შეყვარებულმა, მაიკლ პოლანსკიმ გულისწორის გახარება გადაწყვიტა და უზარმაზარი თაიგული გაუგზავნა. გაგა საჩუქარმა საოცრად გაბედნიერა, მან „ინსტაგრამის“ საშუალებით ფოტო გაავრცელა, თუ როგორ იღებს პიჟამაში გამოწყობილი გრანდიოზულ საჩუქარს .
„როდესაც შეყვარებული მთელი რომის ყვავილებს გიგზავნის, ერთი სული მაქვს, როდის ვიქნები სახლში შენთან და ჩვენს ძაღლებთან ერთად“, – ასე დაასათაურა ფოტო ვარსკვლავმა.
ცნობისთვის, ლედი გაგა და ტექნოლოგიური ინვესტორი, მაიკლ პოლანსკი 2019 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს. დასავლური მედიის ცნობით შესაძლოა მალე ყველაფერი ქორწინებითაც დასრულდეს.