როდესაც პროფესიონალი მსახიობი ხარ, შენთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ბრუტალური პერსონაჟის, თუ სუპერგმირის შემდეგ ცხოველის როლის შესრულება.
ამერად „ნეტფლიქსი“ ფენტეზის ჟანრის ფილმს, „სიზმრების ქვეყანას“ იღებს. „აქუამენის“ ვარსკვლავი, ჯეისონ მამოა კი ფილმში არც მეტი, არც ნაკლები, ჯიხვის როლში მოგვევლინება, ყოველ შემთხვევაში ფოტოებიდან ასეთი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია.
40 წლის მამოა გადასაღებ მოედანზე უჩვეულო ფორმაში გამოჩნდა, მას ატლასის ჭრელი კოსტიუმი და იისფერი ჩექმა ეცვა, „ლუქს“ კი ჯიხვის რქები ასრულებდა. გულზე უზარმაზარი ბაფთით შემკობილი ჯეისონი შესანიშნავად გამოიყურებოდა და თაყვანისმცემლების აღფრთოვანება გამოიწვია.
„როდესაც რქებიც გიხდება“, – წერენ კომენტარებში.
ფოტო: „მამაკაცურობის სიმბოლო“ – ჯეისონ მომოა Men’s Health-ის გარეკანზე