LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: რა სახით აღდგება რუსთაველი-მთაწმინდის ისტორიული საბაგირო – მშენებელი შერჩეულია

200
ipiccy-image

რამდენიმე დღეა უკვე ცნობილია, თუ ვინ ააშენებს რუსთაველი-მთაწმინდის ისტორიულ საბაგიროს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტს კომპანია „დაგი” განახორციელებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ კონტრაქტორთან ხელშეკრულება 29 აპრილს გააფორმა. პროექტის ღირებულება 6 943 995 ლარია. როგორც ამავე ხელშეკრულებიდან ირკვევა, „დაგი“ ვალდებულია, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები 18 თვის ვადაში შეასრულოს.

შეგახსენებთ, რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროს ტენდერი აქამდე 2-ჯერ გამოცხადდა და ორჯერვე ჩაიშალა.

კომპანიის შესახებ:

სამშენებლო კომპანია „დაგი”, რომელიც წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, დაარსდა 2003 წელს და შექმნიდან დღემდე ეწევა სამშენებლო-სარემონტო–სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ხარისხის კონტროლის სრული დაცვით, რასაც განაპირობებს კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება, კვალიფიციური ინჟინრებისა და არქიტექტორებისგან შემდგარი ერთიანი ჯგუფი. კომპანიის საქმიანობის სფერო საკმაოდ ფართოა. დაარსებიდან დღემდე კომპანიას 300 პროექტზე მეტი აქვს შესრულებული საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, კომპანიის განვითარების სტრატეგია მოიცავს, საოფისე ფართების, საცხოვრებელი შენობების, საზოგადოებრივი პარკების, საავტომობილო ინფრასტრუქტურის, სამელიორაციო და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშოებს.

კომპანიას 2012 წლიდან მინიჭებული აქვს ISO 9001:2008 სერთიფიკატი, 2015 წლის ოქტომბრის თვიდან  – OHSAS 18001:2007 სერთიფიკატი და 2016 წლის მარტიდან ISO 14001:2004 სერთიფიკატი. ასევე, 2012 წლის 18 ივნისიდან რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „თეთრ სიაში”.

უკვე გამოვლინდა კომპანია, რომელიც რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროს ააშენებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები